ახალი ამბები
გარდაიცვალა ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე
გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე. ნეტგაზეთი-ს ცნობით, მისი გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესება გახდა. მან ბოლო დღეები კლინიკაში გაატარა.

ზურაბ ქურციკიძე იყო ახალი ამბების ფოტოგრაფი. მის ფოტოობიექტივში საქართველოს უახლესი ისტორიის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხვდა. მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომი.

ქურციკიძე ბოლო წლებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი იყო, ის ასევე მუშაობდა „ევროპის პრესფოტო სააგენტოსთვის“ (EPA). EPA-ს ფოტოარქივში ზურაბ ქურციკის გადაღებული ბოლო ფოტო 2023 წლის 26 მაისით თარიღდება და მასზე თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის ზეიმია აღბეჭდილი.

ზურაბ ქუციკიძე 2011 წლის 7 ივლისს კიდევ სამ ფოტორეპორტიორთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, რასაც დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი მოჰყვა — იმართებოდა აქციები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, იმდროინდელმა დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა პროტესტის ნიშნად ახალი ამბების გამოქვეყნება ფოტოების გარეშე დაიწყეს. საბოლოოდ, ხელისუფლება იძლებული გახდა, ფოტოგრაფები პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები