ახალი ამბები
გორში ახალგაზრდული კაფე ,,სფეისი'' გაიხსნა
30 მაისს გორში ახალგაზრდული კაფე ,,სფეისი'' გაიხსნა.

სოციალური საწარმო გორის ციხის ასასვლელ ბილიკთან, სიმონ I-ის N1-ში მოეწყო.

,,ეს იქნება თავისუფალი სივრცე ახალგაზრდებისთვის, სადაც მეცადინეობას, მუშაობას, დროის ნაყოფიერად გატარებას და გართობას შეძლებენ. მრავალფეროვანი საღამოს პროგრამები კი ნებისმიერ მსურველს – ზრდასრულსა და ახალგაზრდას დააინტერესებს – მისცემს რა, ყოველდღიური რუტინისგან განტვირთვისა და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.'' - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

გახსნას გორის მერის პირველი მოადგილე, კულტურის სააგენტოს წარმომადგენლები და ადგილობრივი მცირე მეწარმეები დაესწრნენ.

სოციალური საწარმო ა(ა)იპ ახალგზარდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებამ დააფუძნა. კაფის დაფუძნება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია "ზედაზენის" მხარდაჭერით მოხდა.

ფოტო: კახაბერ ქარელი, რუსკა ბუზიაშვილი

Print

სტატიის გამოყენების პირობები