ახალი ამბები
კასპში ახტალის არხი დაზიანდა - მერის წარმომადგენელი დახმარებას ითხოვს
ახტალის არხის სათავეს, რომლის ნაწილიც გადის გრუნტიან ზედაპირზე, გაზაფხულის წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე ლეხურამ გამოაცალა ძირი.

ამის შესახებ მერიას გიორგი როსებაშვილმა აცნობა, რომელიც მერის წარმომადგენელია კასპში.

მისი განცხადებით,  ვერ ხერხდება არხში წყლის მოდინება და დახმარებას ითხოვს.

ლეხურის ადიდების შედეგად აგრეთვე დაზიანებულია ახტალის არხზე გადასასვლელი ბოგირი, გრიშაშვილის ქუჩაზე, არის დაზიანებული და საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები