ახალი ამბები
ალან გაგლოევი მზადაა ძალაუფლება დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტს გაუნაწილოს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ხელისუფლების საკანონმდებლო შტოს უფლებამოსილებები გაუნაწილოს, რათა ვერავინ შეძლოს საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

"თანამდებობაზე მოსვლისთანავე, ჩემი მთავარი ამოცანა იყო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საპარლამენტო კრიზისის აღმოფხვრა რესპუბლიკაში. ჩვენ გამოგვივიდა დაგვეწია შიდაპოლიტიკური დაძაბულობის გრადუსი და გავსულიყავით ყველასთან კონსტრუქციულ დიალოგზე. შიდაპოლიტიკური სტაბილურობა ეს არის აუცილებელი საფუძველი განვითარებისა და წინსვლისთვის" — განაცხადა ალან გაგლოევმა.

მან აღნიშნა, რომ მზადაა განიხილოს პარლამენტთან უფლებამოსილების ნაწილის გადაბარების შესახებ.

ამ ინიციატივას დაუჭირა მხარი პარლამენტის სპიკერმა ალან ალბოროვმა. მისი თქმით — საპრეზიდენტო რესპუბლიკა მთელი მისი უფლებამოსილებებით ზიანს აყენებს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთს.

*მან აღნიშნა, რომ მზადაა განიხილოს პარლამენტთან ერთად, უფლებამოსილების ნაწილის გადაბარებასთან დაკავშირებული საკითხები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები