ახალი ამბები
დათო ტურაშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსწავლეებს შეხვდა
მწერალი დათო ტურაშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლებში მოსწავლეებს ხვდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეშის საჯარო სკოლა ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ი.გოგებაშვილის ფონდის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს:

,,სტუმრობის მთავარი მიზანი კი გახლდათ გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლის სკოლის მოსწავლებში წიგნის კითხვის სურვილის გაღრმავება. მწერალმა ისაუბრა სწორედ წიგნებიდან მიღებული ცოდნის მნიშვნელობაზე და სკოლის როლზე წიგნიერების უნარების ჩამოყალიბებაში. ფონდის წარმომადგენლების სტუმრობა და მათ მიერ სკოლისთვის საჩუქრად გადმოცემული უამრავი წიგნი და სპორტული ინვენტარი ფრიად სასიხარულო და სასიამივნო აღმოჩნდა ჩვენთვის.'' - აღნიშნავენ სკოლაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები