ახალი ამბები
ხვალ გორში მარათონული გარბენი გაიმართება

შეჯიბრება "შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023"-ი ხვალ მარათონული გარბენით გაიხსნება. ღონისძიებაში გამარჯვებული მონაწილეები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან ( პირველი ადგილი-500; მეორე ადგილი-300; მესამე ადგილი-200).
თამაშების ფარგლებში შეჯიბრებები კალათბურთში, ფეხბურთსა და ქართულ ჭიდაობაშიც ჩატარდება.

მარათონში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მონაწილეთა რეგისტრაცია 10 საათზე დაიწყება. შეჯიბრი სტარტს 11 საათზე, გორის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აიღებს და სპორტის სასახლესთან დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ "შიდა ქართლის სპორტული თამაშები" პირველად გასულ წელს ჩატარდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები