ახალი ამბები
ნანუკა ხუსკივაძე გორის თეატრში სპექტაკლს დგამს
გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრი მორიგი პრემიერისათვის ემზადება.

რეჟისორი ნანა (ნანუკა) ხუსკივაძე სპექტაკლს ,,გაუგებრობა'' დგამს.

პიესა ფრანგულიდან თარგმნა პაატა ჯავახიშვილმა.

,,გაუგებრობა" 1943 წელს ოკუპირებულ საფრანგეთში დაწერა კამიუმ. კაცი, რომელიც დიდი ხანია საზღვარგარეთ ცხოვრობს, სახლში ბრუნდება დისა და დაქვრივებული დედის სანახავად.

აღმოაჩენს, რომ საკუთრი და და დაქვრივებული დედა ოთახებს აქირავებენ და მდგმურების ქონებას ისაკუთრებენ. კაცი ისე იქირავებს ოთახს, რომ თავის ვინაობას არ გაამხელს.

გორის თეატრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები: ლიკა კევლიშვილი; ანა ტყებუჩავა; ელენე დარჩია; იორეკ ჩიტაშვილი; ნოდარ ცერცვაძე;

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები