ახალი ამბები
გორში საპროტესტო წარწერები გამოჩნდა მას შემდეგ, რაც თბილისში სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს
დღეს დილიდან გორში საპროტესტო წარწერები გაჩნდა. მათ წასაშლელად დილიდანვე გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები მუშაობენ.

,,რუსეთი მტერია'', ,,ირა'ლი მონა'' და ა.შ. - დააწერეს ლომჭაბუკის ძეგლის კვარცხლბეკზეც.

შეგახსნებთ, 2 ივნისს პარლამენტთან მოძრაობა "ჯიუტი" მორიგ ანტისამთავრობო აქციას მართავდა. ,,ნეტგაზეთის'' ცნობით, პროტესტის მონაწილეები პარლამენტის კიბის საფეხურებზე ისხდნენ და სხვადასხვა შინაარსის პლაკატი ეჭირათ ხელში.

პირველი ივნისის ღამის მსგავსად, პოლიციელები ამჯერადაც მივიდნენ აქციის მონაწილეებთან და ყოველგვარი განმარტების გარეშე დაუწყეს პლაკატების წართმევა. პერიოდულად, ისინი ადგილზე მყოფებს აკავებდნენ.

ერთ-ერთ შემთხვევაში, პოლიციელმა დემონსტრანტს წაართვა თეთრი ფურცელი, რომელიც ახალგაზრდა კაცს ჰაერში ჰქონდა აწეული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები