ახალი ამბები
,,გორმედის'' ცნობით, სასმელი წყლით მოწამვლის შემთხვევები გორში არ დაფიქსირებულა
2 ივნისს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ბავშვები სასმელი წყლით მოიწამლნენ.

აღნიშნულ ფაქტს გორშიც გამოეხმაურნენ. ფეისბუქის ჯგუფში ,,ჩემი გორი'' რამდენიმე მოქალაქე წერდა, რომ კლინიკაში მოწამლული ბავშვები მიიყვანეს.

,,გორმედის'' საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ბავშვთა განყოფილებაში წყლით მოწამვლის არც ერთი შემთხვევა დაფიქსრდა.

,,დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთან მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. არც ერთი ბავშვი მიგვიღია, რომელიც წყლით იქნებოდა მოწამლული.'' - გვითხრეს ,,გორმედში''

დაბიმძურებული წყლის შესახებ ინფორმაციას მალევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაც გამოეხმაურა და ფაქტი უარყო.

,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს სასმელი წყლის შემოწმებასა და კონტროლს. ორგანულ-ლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების კვლევების მიხედვით, სასმელი წყლის ხარისხი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სანიტარიულ ნორმებს. ასევე, ლაბორატორიული დასკვნების საფუძველზე, წყალი არის უსაფრთხო ქიმიური, ეპიდემიური და რადიაციული თვალსაზრისით. შესაბამისად, კომპანიის მომხმარებლებისთვის სასმელი წყალი ხარისხითა და მისი შემადგელობით ვარგისიანია.'' - აღნიშნულია წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები