ახალი ამბები
ხაშურის ხელისუფლებაში ხელფასები გაიზარდა
ხაშურის მერიის თანამდებობის პირებსა და სხვა საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზარდათ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ხაშურის საკრებულომ 1 ივნისს მიიღო.

საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულობ 1 ივნისს მიიღო.

ხაშურის მერის ხელფასი 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილებით 2650 ლარს შეადგენდა, ხოლო 2023 წლის 1 ივნისის დაგდენილებით ის შრომის ანაზღაურებისათვის 5572 ლარს მიიღებს.

სხვა თანამდებობის პირების სახელფასო ნუსხა ასე გამოიყურება:

მერი - 2650 ლარიდან 5572 ლარამდე

მერის პირველი მოადგილე 1300 ლარიდან 4235 ლარამდე

მერის მოადგილე - 1300 ლარიდან 3872 ლარამდე

პირველადი სტრუქტურის ერთეულის ხელმძღვანელი - 1000 ლარიდან 2057 ლარამდე

ორადი სტრუქტურის ერთეულის ხელმძღვანელი - 810 ლარიდან 1694 ლარამდე

მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი - 560 ლარიდან 1210 ლარამდე

უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა გაეზარდათ საკრებულოს წევრებსაც.

ისინი საჭირო ტექნიკური ხარჯების ანაზღაურებისათვის თვეში 660 ლარს იღებენ. ასევე იღებენ საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის გაწეული ხარჯისათვის 130 ლარს, საკრებულოს კომისიის მუშაობაში მონაწილეობისათვის 130 ლარს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ამომრჩეველთან/მოქალაქეებთან ორი შეხვედრის ორგანიზებისათვის 200 ლარს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები