ახალი ამბები
,,გორმედში'' გრძელი რიგების გამო მოქალაქეები რეგისტრატორების დამატებას ითხოვენ
,,გორმედში'' გრძელი რიგების გამო მოქალაქეები რეგისტრატორების დამატებას ითხოვენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის წარმომადგენელი ლუდა სალია ავრცელებს.

მან გადაიღო ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მისაღებში ათეულობით მოქალაქე საათობით იცდის.

,,მყავს წამოყვანილი ხანდაზმული ადამიანი, ვარ 173-ე რიგში. როდის მომიწევს რიგი, არ ვიცი. შეუძლებელია აქ ყოფნა'' - აცხადებს ლუდა სალია.

მის პროტესტს კლინიკის დაცვის თანამშრომლების გაღიზიანება გამოიწვია.

,,გორმედის'' საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, ეს განცხადება არის პროვოკაცია, ხოლო განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები