ახალი ამბები
ხაშურის მე-4 საჯარო სკოლისთვის ახალი შენობა კიდევ არ აშენებულა
ხაშურის მე-4 საჯარო სკოლა, რომელის დემონტაჟიც, ხაშურის საკრებულოს წევრის ეკატერინე პაპუაშვილის ინფორმაციით, 2 წლის წინ დაიწყო, ბოლომდე დანგრეულიც არ არის.

მის ნაცვლად ახალი სკოლა უნდა აშენებულიყო.

"ამ სკოლაში სწავლა უკვე 2 წელია შეჩერებულია. კომპანიამ, რომელსაც დემონტაჟი უნდა განეხორციელებინა, საქმე ბოლომდე არ მიიყვანა. შენობის ნაწილი ჯერ კიდევ დასანგრევია და ტერიტორია გასასუფთავებელი. ადგილიდან მხოლოდ აგური და ,,სინკარია'' გატანილი, რადგან მისი გაყიდვა შეიძლება და ამით ფინანსური სარგებელიც ნახეს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ სკოლის მოსწავლეები ახლა მე-7 საჯარო სკოლაში დადიან, სადაც მეორე სმენაში უწევთ სწავლა. ამის გამო ბავშვებს უჭირთ დამატებით წრეებზე სიარული."- ამბობს ეკატერინე პაპუაშვილი.

პაპუაშვილის განმარტებით, სკოლის ასაშენებლად დაქირავებულია კომპნია, რომელსაც დემონტაჟის დასრულება მოუწევს, რაც დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.
სკოლის დირექტორი შეგვპირდა, რომ სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები