ახალი ამბები
,,ახალბაღის'' რეაბილიტაციის დასრულებამდე 12 დღე დარჩა
,,ახალბაღის'' რეაბილიტაციის დასრულებამდე 12 დღე დარჩა. ამის შესახებ ცნობა შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული.

კომპანია ,,ავარდმა'' უკვე აითვისა გამოყოფილი თანხის 64%. პროექტის ღირებულებაა 8,95 მლნ. ათვისებულია 5,79 მლნ ლარი.

პარკის რეაბილიტაცია 2021 წლის 22 ივნისს დაიწყო. დამკვეთია მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხოლო თანხა მსოფლიო ბანკმა გამოყო.

დაზიანებული და უფუნქციო "ახალბაღის" პარკის რეაბილიტაციის შედეგად, გორის მოსახლეობა და ქალაქის სტუმრები სრულად განახლებულ, კეთილმოწყობილ პარკში შეძლებენ დასვენებას. განახლებული პარკი ღონისძიებების ჩატარების აქტიური სივრცეც გახდება.

რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობას; ახალი საფეხმავლო ბილიკების, ფანჩატურების დ სპორტული ზონის მოწყობას; მიმდინარეობს არსებული ხელოვნური ტბის და პარკის ცენტრალურ შესასვლელთან არსებული 2 შადრევნის რეაბილიტაცია;

გათვალისწინებულია პარკის ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციული და სხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, მათ შორის, საზოგადოებრივი საპირფარეშოსა და ღია კაფეებისთვის სივრცეების მოწყობა. პროექტის ფარგლებში, უზრუნველყოფილი იქნება ახალი საინჟინრო ქსელის გაყვანა, რაც მოიცავს, როგორც საკანალიზაციო, ისე წყალსადენის და საირიგაციო ავტომატიზებულ სისტემებს.

პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა. შეიქმნება ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც განახლებულ პარკს ბევრად უფრო კომფორტულს გახდის, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე, მთელი ქალაქის მოსახლეობისთვის.

პროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირებისთვის, ისე ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები