ახალი ამბები
ვარიანი-შინდისის მონაკვეთზე ლიანდაგს იპარავენ - ენმ
თბილისი-ნიქოზის სარკინიგზო მაგისტრალის ვარიანი-შინდისის მონაკვეთზე რელსებს იპარავენ, გაძარცვულია მილიონობით ლარის ინფრასტრუქტურა - აღნიშნულ ინფორმაციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე გორის საკრებულოში, ბექა ქორჩილავა ავრცელებს.

მისი განცხადებით, იმის გამო, რომ სარკინიგზო მაგისტრალი იძარცვება და მოპარულ რელსებს ჯართში აბარებენ, დღესღეობით, სარკინიგზო მოძრაობის აღდგენა წარმოუდგენელია.

"ჯერ კიდევ, კოვიდის პერიოდში, მმართველმა გუნდმა გაუგებარი მიზეზების გამო, გააჩერა სარკინიგზო მიმოსვლა. პანდემიის დასრულების შემდეგ, რატომღაც სარკინიგზო მიმოსვლა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, აღარ აღდგენილა და დღემდე არის შეჩერებული. დღეს, ძალიან მძიმე და კატასტროფული მდგომარეობაა აქ, რადგან იძარცვება. პრაქტიკულად, მილიონობით ლარის ინფრასტრუქტურა არის მიტოვებული. გაძარცვულია რელსები, აქ სარკინიგზო მიმოსვლა წარმოუდგენელია, როგორც ჩანს აბარებენ ჯართში. სარკინიგზო მიმოსვლა ამ სოფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მატარებელს მოსახლეობა იყენებდა არამხოლოდ ტრანსპორტირებისთვის, არამედ მოყვანილი მოსავლის თბილისში რეალიზაციისთვის", - აცხადებს ბექა ქორჩილავა.

მისივე თქმით, მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა რკინიგზის დეპარტამენტს მოძრაობის აღდგენის მოთხოვნი - ენმთ, თუმცა უწყებამ მათი სურვილი არ გაითვალისწინა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები