ახალი ამბები
,,ჩვენს ეპარქიაში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა ტაძრების ძარცვისა''
გორის ეპარქიის წარმომადგენლის ცნობით, რამდენჯერმე გაქურდეს სხვადასხვა ტაძრები.

ამის გამო, როგორც დეკანოზი გიორგი კარელიძე აცხადებს, იძულებული გახდნენ პოლიციისთვის მიემართათ. ქურდობი ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

,,ჩვენს ეპარქიაში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა ტაძრების ძარცვისა. როცა ასე მიყოლებით გაიქურდა ეკლესიები, ეპარქიამ განაცხადა შსს-ში და საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ დააკავეს პიროვნება, რომელიც წინაზეც იყო შემჩნეული ამაზე. ისმის კითხვა, ჩვენ გვინდა რომ ეს ადამიანი დაიჭირონ? ნამდვილად არ ვართ ამის მომხრე, თუ ვინმე ამბობს, რომ ზარალის ანაზღაურება გვინდა, მის სინდისზე იყოს.კონკრეტულად ზარალის დაბრუნება არ მომხდარა, როგორც აქამდე ჩვენთვის არის ცნობილი, რამდენიმე თვის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით გაიქურდა ტაძრები. ბოლო შემთხვევის დროს, როცა ერთი ტაძარი 2-ჯერ გაიქურდა ზედიზედ, მაშინ აცნობა ეპარიამ პოლიციას.'' - აღნიშნავს დეკანოზი.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ 2-ჯერ გაიქურდა წერეთლის ქუჩაზე მდებარე ეკლესია, ხოლო უფრო ბევრჯერ გორიჯვრის ეკლესია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები