ახალი ამბები
ფეხმძიმე ქალის ცემის ფაქტზე მამაკაცს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
გორის სასამართლომ დააკმაყოფილა შიდა ქართლის პროკურატურის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, მამაკაცს, ფეხმძიმე ქალის ცემის ფაქტზე 2 წლითა და 6 თვით პატიმრობდა მიუსაჯეს.

აღნიშნულ მოთხოვნას არ ეთანხმდებოდა ადვოკატი, რომელიც აცხადებდა, რომ მამაკაცი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

პროკურატურის მტკიცებით, მამაკაცმა ქალს ჩაარტყა თავში, ასევე სხეულის სხვადასხვა ნაწილში. მას ასევე ჰქონდა შემაკავებელი ორდერი.

რაც შეეხება დამცველის პოზიციას, მისი ინფორმაციით, ქალი თავად დაესხა თავს მამაკაცს და მის თანხმლებ პირს.

სასამართლომ ეს ფაქტი არ მიიღო შემამსუბუქებელ გარემოებად და მამაკაცი პატიმრობაში დატოვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები