ახალი ამბები
ხაშურში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მამაკაცს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ხაშურში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე 1988 წელს დაბადებულ მამაკაცს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო, რომელიც ძალაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის 1 ივნისს დატოვა.

მანამდე გორის სასამართლომ 17 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი ითხოვდა 9-წლიანი პატიმრობის გაუქმებას და უფრო მკაცრი სასჯელის მისჯას, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი შუამდგომლობა. ადვოკატი კი, საერთოდ გამართლებას ითხოვდა.

მკვლელობა ხაშურში 2018 წლის 29 ივნისს მოხდა. როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, წინა დღეს, ერთ-ერთ რესტორანში მანდილოსნებს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს.

ამის გამო, რამდენიმე პირი, ხაშურში, აწ უკვე მსჯავრდებულის წასაყვანად მივიდნენ, რათა მას მანდილოსნებისთვის ბოდიში მოეხადა. მსჯავრდებული არ გაყვა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ურთიერთშელაპარაკების დროს, ერთი პირი დაიჭრა, მეორე კი ჭრილობის შედეგად დაიღუპა.

თბილისის სასამართლომ აღნიშნა, რომ მსჯავრდებული არ მოქმედებდა ორი პირის მკვლელობის განზრახვით, როგორც ეს გორის სასამართლომ იმსჯელა.

პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი ამტკიცებდა, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა ორი პირის მკვლელობის მცდელობის განზრახვა.

თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულმა მეორე პირი დაჭრა მაშინ, როდესაც ის შუაში ჩადგა მასსა და აწ გარდაცვლილს შორის, შესაბამისად, არ ჰქონდა მეორე პირის მკვლელობის მცდელობის განზრახვაო.

ამის გამო, თბილისის სასამართლომ გააუქმა 17-წლიანი პატიმრობის გადაწყვეტილება და მიუსაჯა 9 წლით პატიმრობა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები