ახალი ამბები
პოლიცია გორის რესტორან ,,ერისონში" მომხდარ ჩხუბის ფაქტს იძიებს
წუხელ დაახლოებით 00:00 სთ-ზე გორის რესტორან ,,ერისონში" ჩხუბი მოხდა.

დაპირისპირების გასანეიტრალებლად მობილიზებული იყო როგორც საპატრულო პოლიციის სრული შემადგენლობა, ასევე კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟის წევრები.

მოქალაქეები, მათ შორის, დაშავებულები თავის დაღწევას ცდილობდნენ ძველი ხიდით, რომელიც რესტავრაციის პროცესშია, ასევე, გარბოდნენ  ახალი ხიდის მხარეს.

შსს-ს პრესსამსახური ინფორმაციას ამ ეტაპზე არ გვაწვდის.


Print

სტატიის გამოყენების პირობები