ახალი ამბები
ხაშურელმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ხაშურელმა დიმიტრი მულაძემ ვეტერან ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონატი სლოვენიაში გაიმართა, სადაც ქართველმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ეროვნული ნაკრების ანგარიშზე, ევროპის ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის 6 ოქროს, 5 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები