ახალი ამბები
ხოვლეში გერმანელმა სტუდენტ-აგრონომებმა ფისტის მეურნეობა დაათვალიერეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, ფისტის სანერგე მეურნეობაში გერმანელი სტუდენტები ჩავიდნენ.

როგორც მეურნეობის დამფუძნებელი, ივანე ლელაშვილი იტყობინება, სტუდენტები სწავლობენ გიოტინგენის (გეტინგენის) უნივერსიტეტში აგრარული მიმართულებით.

ქალაქი გიოტინგენი (გეტინგენი) გერმანიის სამეცნიერო ცენტრია.

ლელაშვილმა სტუდენტებს გააცნო ფისტის კულტურა და მისი მოვლა-შენახვის წესები.

,,იყვნენ ბაკალავრები და მაგისტრანტები. მათ თან ახლდათ გიოტინგენის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიის და მოსავლის დაცვის მიმართულების დირექტორი პროფესორი ანდრეას ფონ ტიდემანი და სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი სუზან ვაიგანდი.'' - აღნიშნავს ივანე ლელაშვილი.

ფსტა (ფისტა)  ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკლოვანი მცენარეა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები