ახალი ამბები
ატენის შამპანური ქარხნის ტერიტორიაზე აკვაპარკი, სპორტული კომპლექსი და რესტორანი შენდება
ატენის შამპანური ქარხნის ტერიტორიაზე აკვაპარკი, სპორტული კომპლექსი და რესტორანი შენდება.

ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,ძველი ატენი'' ავრცელებს.

ტერიტორიაზე ქარხნის მასალების დემონტაჟი მიმდინარეობს. უკვე წარმოდგენილია ახალი კომპლექსის მაკეტი.

,,ძველი ატენი'' ამჟამად ეკუთვნის ვალერიან ლურსმანაშვილს, რომელიც გორში სასტუმრო ,,გოლდის'' მფლობელია და ბიზნესი აქვს რუსეთშიც.



ატენის შამპანურის ქარხანა ძველმა მფლობელებმა 2016 წელს გაყიდეს, რომლის საწყის ფასად 2 100 000 დოლარი იყო მითითებული.

ატენის ისტორიული ღვინის და შამპანიურის ქარხანა განთავსებული იყო 3,5 ჰა-ზე, შეიცავდა 2000 ტონის ტევადობის ჭურჭელს (რეზერვუარები).

მაცივარი 100 ტონის რეზერვუარით - მთაში შეჭრილი გვირაბით.



ატენის ღვინის ქარხანა გაიხსნა 1949 წელს. მისი დაამარსებელია ვალერიან თოიძე - მუშაობდა მუხრანის შამპანურის საწარმოში. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის ღვინის ქარხანაში მეღვინედ (1947-1949 წწ).

1949 წლიდან გახდა ატენის ღვინის ქარხნის დაამარებელი და იყო მთავარი მეღვინე 1989 წლამდე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები