ახალი ამბები
მეჯვრისხეველების ცნობით, ერისთავების სასახლეს გაყიდვას უპირებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის ესტატე ერისთავის სასახლე ინგრევა, თუმცა, როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, გაყიდვას უპირებენ.

ამ სასახლეშია განთავსებული ერთ-ერთი დიდი მარანი, რომლის გაკეთება მის მფლობელს, ,,კეთილი ბატონის'' სახელით ცნობილ ესტატე ერისთავს უკავშირდება.

შენობას, საჯარო რეესტრის მიხედვით, მფლობელი ჯერ არ ყავს, თუმცა როგორც მეჯვრისხევში გვითხრეს, გაყიდვას უპირებენ.

გადმოცემის მიხედვით, კირბალელები ღვინის სათხოვნელად ერისთავთან მისულან. ერისთავმა მათ იმდენი ღვინო გაატანა, რამდენის წაღებასაც ურმით შეძლებდნენ.

როგორც კი კირბალელები წავიდნენ, ბატონმა მეზობლებს დაუძახა, რომ ქვევრიდან ღვინო გადაენაწილებინათ სხვადასხვა მცირე ზომის ქვევრში. ამ დროს ნახეს, რომ ღვინით სავსე ქვევრში სახედარი იყო ჩავარდნილი და დაღუპული.

ერისთავის ბრძანებით, მეჯვრისხეველები გზად მიმავალ კირბალელებს  დაეწივნენ და ღვინო დააღვრევინეს. ამის გამო, ამ სასახლის მფლობელ ერისთავს შეარქვეს ,,კეთილი ბატონი''.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები