ახალი ამბები
გორის სოფელ მეღვრეკისში საბავშვო ბაღი აშენდა, მაგრამ არ ხსნიან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში საბავშვო ბაღის მშენებლობა ოფიციალურად დასრულდა, თუმცა ბავშვებს შენობაში ჯერ არ უშვებენ.

ამის მიზეზს სოფელში მცხოვრებლები ვერ ასახელებენ. მსგავსი ბედი ერგო მეჯვრისხევის საბავშვო ბაღსაც.

ბაღები იმ კომპანიამ ააშენა, რომელიც მუნიციპალიტეტისა და ზოგადად ქვენის მასშტაბით არაერთ ბაღს აშენებს. ხელშეკრულების მიხედვით, მეღვრეკისის ბაღის მშენებლობა 2022 წლის შემოდგომით უნდა დასრულებულიყო.

ბოლო ტრანში კომპანიას ჩაურიცხეს 2022 წლის 12 დეკემბერს.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, კომპანია ,,პროდიუს ინსვესტმენს'' ათვისებული აქვს 2,6 მლნ ლარი. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო 2,8 მლნ ლარი.

მეჯვრისხევისა და მეღვრეკისის ბაღების მშენებლობას აფინანსებს ევროპის საინვესტიციო ბანკი. დამკვეთი და ზედამხედველია მუნიციპალური განვითარების სააგენტო.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წელს, შიდა ქართლის მხარეში 24 ახალი საბავშვო ბაღი უნდა აშენდეს და 3 სააღმზრდელო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები