ახალი ამბები
მუზეუმების თანამშრომლებს აღებული პენსია შესაძლოა უკან დააბრუნებინონ
მუზეუმების გიდებს აღებული პენსია შესაძლოა უკან დააბრუნებინონ. ამის შესახებ უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ექსკურსიამძღოლმა გიგუცა თათრიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ოთხ თანამშრომელს პენსია გააუუქმეს, ეუბნებიან იმასაც, რომ უკვე აღებულ პენსიას ბიუჯეტში დააბრუნებინებენ.

,,ქართლის ამბები'' წერდა, რომ 2023 წლის 1 მაისიდან სახელმწიფო მუზეუმში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც საპენსიო ასაკის არიან, პენსია გააუქმეს.

ამის მიზეზად კანონი დაუსახელეს, რომელიც საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს პენსიის აღებას უკრძალავს.

გიდები ამბობენ, რომ ისინი არ წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს.

ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული საჩივარი ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილაც ცნობის თაობაზე, საჩივარი დაწერეს.

იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი არ დაკმაყოფილდება, საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს. ექსკურსიამძღოლების ინტერესების საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

იხ. ამავე თემაზე:

მუზეუმების თანამშრომლებს პენსიები მოუხსნეს - უფლისციხეში ასეთი 5 თანამშრომელია

Print

სტატიის გამოყენების პირობები