ახალი ამბები
შსს-ს ცნობით, გორის რესტორან ,,ერისონში'' მომხდარი ჩხუბის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ და გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა გორის რესტორან ერისონში მომხდარი ჩხუბი გაანეიტრალეს, თუმცა ფაქტი დანაშაულის რეგისტრაციის ჟურნალში არ გაატარეს.

როგორც შს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან გვაცნობეს, დაპირისპირების შესახებ პოლიციაში შეტყობინება არ მიუღიათ.

ჩხუბი შაბათს, 11 ივნისს დაახლოებით 00:00 საათზე მოხდა. ქალაქის რამდენიმე კორპუსის აივნიდან თვითმხილველები ხედავდნენ, რომ ჩხუბის შედეგად დაშავებული ადამიანების ნაწილი რესტორანს ძველი ხიდის მხრიდან ტოვებდნენ, ნაწილი კი, რკინიგზის გადასასვლელით სარგებლობდა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის ათეულობით ეკიპაჟი იმყოფებოდა.

ქვემოთ ფოტოზე ჩანს რესტორნის უკანა მხარე, სადაც პოლიციის ეკიპაჟის მანქანებია მობილიზებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები