ახალი ამბები
,,ბატონო ლევან, შერჩევითი სამართალია, ნახევრად გამიკეთეს სახლი'' - სახალხო დამცველი ზარდიანთკარში
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზარდიანთკარში იმყოფება.

მან ის ოჯახები მოინახულა, რომელთა სახლები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა. 

ცისანა თაზიაშვილმა სახალხო დამცველს უთხრა, რომ შერჩევითი სამართალია:

" შერჩევითი სამართალია. მხოლოდ ნაცნობებს თანამშრომლებს და ახლობლებს აუშენეს ბოლომდე. იმათი სახლები ააშენეს, ვისაც აქ საერთოდ არ უცხოვრიათ. იმათ მამებსაც არ უცხოვრიათ. მე კიდევ ბოლომდეც არ გამილესეს სახლი. მხოლოდ სახურავი გადახურეს და ფიცრებიც არ გამოცვალეს სახურავის. ასე მითხრეს ამოიწურა 50 000 ლარი და ვეღარ გავაგრძელებთო."- ამბობს ომის დროს დაზარალებული ცისანა თაზიაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები