გორელი ფერმერებისთვის შექმნილი ვებ-გვერდის რუსულენოვანი ვერსიაც შეიქმნება - სააგენტო
გორელი ფერმერებისთვის შექმნილი ვებ-გვერდის
agrofarm.ge რუსულენოვანი ვერსიის შექმნა იგეგმება. ამის
შესახებ, ინფორმაცია გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტომ
საკრებულოს მიაწოდა. რუსულენოვან ვერსიასთან ერთად, იქნება
ინგლისურენოვანი ვერსიაც.
"სამომავლოდ, ვებ-გვერდი იფუნქციონირებს ქართულ, ინგლისურ და რუსულ
ენაზე, რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გლეხებსა და ფერმერებს
საშუალებას მისცემს, სახლიდან გაუსვლელად გაზარდონ მათ მიერ
წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ უცხო
ქვეყნების ბაზარზეც", - აღნიშნულია სტრატეგიული განვითარების
სააგენტოს ანგარიშში.
სააგენტო ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ ვებ-გვერდზე გორის
მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს შეუძლიათ უფასოდ განათავსონ ინფორმაცია
მათ მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესახებ და
პოტენციურ მომხმარებლებს შესთავაზონ გასაყიდი საქონელი და
მომსახურება.
ვებ-გვერდზე წერია, რომ აგროფარმას პორტფოლიოში შეხვედებით
ისეთი მსხივლ ევროპულ თუ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც აგრარული
სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვან და უახლეს ტექნოლოგიებს ქმნიან.
სტატიის გამოყენების პირობები