ახალი ამბები
ადიდებულმა ლიახვმა ედისი-ცხინვალის სასმელი წყლის მაგისტრალი დააზიანა
ადიდებულმა ლიახვმა ქალაქ ცხინვალის სასმელი წყლით მომარაგებას პრობლემები შეუქმნა. დაზიანდა ედისი-ცხინვალის მაგისტრალი, რომლითაც ცხინვალის მოსახლეობა წყლით მარაგდება.

ედისი-ცხინვალის წყალსადენი შაბათს, 2023 წლის 11 ივნისს დაზიანდა. დაზიანებულია სარეზერვო მაგისტრალიც. ამიტომ, მოსახლეობა წყლის გარეშე დარჩა.

როგორც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, მილის აღსადგენად ორი დღე და ღამე მუშაობდნენ. სამუშაო პროცესს ესწრებოდა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც.

ცხინვალის წყალკანალის გენერალური დირექტორის ივან სიუკაევის თქმით: "მუშაობა ზედიზედ მეორე დღეა გაგრძელდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დედაქალაქს წყალმომარაგება უმოკლეს დროში აღუდგეს", - განაცხადა მან.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ავარიის ადგილზე იმყოფებოდა სამუშაოსთვის.

"აუცილებელია ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ავარიის შედეგები დროულად აღმოიფხვრას. გმადლობთ თითოეული თქვენთაგანის მუშაობისთვის", - განაცხადა ალან გაგლოევმა.

ქალაქ ცხინვალის ადმინისტრაციის უფროსმა რომეო ხუგაევმა განაცხადა, რომ მუშები პირველივე დღიდანვე ცდილობენ ავარიის აღმოფხვრას მაგისტრალურ წყალსადენზე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები