ახალი ამბები
ქვეშის სკოლის მოსწავლეები ევროკავშირის მისიის საქმიანობას გაეცნენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს.

როგორც მისიის განცხადებაშია აღნიშნული, დამკვირვებლებმა მოსწავლეებს მისცეს შესაძლებლობა, დაეთვალიერებინათ მისიის ავტომობილები და აღჭურვილობა, რათა მიეღოთ დამკვირვებლად ყოფნის შთაბეჭდილება



გარდა ამისა, მისიის წევრებმა პრეზენტაცია გამართეს საქართველოში საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებზე.

ღამის საათებში უსაფრთხოების ასამაღლებლად, დამკვირვებლებმა მოსწავლეებს სინათლის ამრეკლავები დაურიგეს. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები