ახალი ამბები
ბოშურში ელექტროგადამცემი ხაზები აღადგინეს - მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები
ბოშურში, სადაც გუშინ უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, დღეს დილიდან განახლდა გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები.

როგორც გორის მერიიდან გვაცნობეს, უკვე აღდგენილია ელექტროგადამცემი ხაზიც.

გუშინ საღამოს ბოშურში ხევიდან მოვარდნილმა წყალმა და ადიდებულმა მდინარემ გზის სავალი ნაწილი დააზიანა. ადგილზე იმყოფებოდნენ გორის მერის პირველი მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

,,ამ ეტაპზე ადგილობრივ მოსახლეობასა და საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება.'' - აცხადებენ მერიაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები