ახალი ამბები
სეტყვისგან დაზარალებული დიცის მოსახლეობა სადაზღვევო კომპანიისგან რეაგირებას 10 დღეა ელოდება
გორის მუნიციპალიტეტში 5 ივნისს მომხდარ სტიქიის დროს დიცის მოსახლეობაც დაზარალდა.

სეტყვამ გაანადგურა როგორც ხილი, ასევე ნათესები.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, 10 დღეა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები სოფელში არ გამოჩენილან ზიანის დათვლის მიზნით.

მათი თქმით, სადაზღვევო პროცესში სწორედ იმიტომ ჩაერთნენ, რომ იმედი ჰქონდათ, უარეს გაჭირვებაში არ აღმოჩენილიყვნენ.

,,განადგურდა ყველაფერი, ძირითადად, ზემო მხარეს, სოფლის ჩრდილოეთით. ნათესები წელში გადატყდა. ყველაფერი დაიტანა სეტყვამ თუ ახლა არ ნახეს და არ დაითვალეს ზარალი, მერე ვიღა გაარკვევს და ვინ დაამტკიცებს? პასუხი მაინც გასცენ ხალხს, როგორ იქნება, როდის იქნება'' - ამბობს დიცელი ზაქარია ვატიტაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები