ახალი ამბები
რატომ დაიწყო გორის მერიამ ყვითელი ავტობუსების შეკეთება?
გორის მერიამ ყვითელი ავტობუსების შეკეთება დაიწყო. 6 ავტობუსიდან შეკეთებულია უკვე ორი ავტობუსი.

ორ ავტობუსზე კონდიციონერის დამონტაჟება 30 600 ლარი დაჯდა.

რაც შეეხება დანარჩენ ყვითელ ავტობუსებს, მათი რეაბილიტაცია ეტაპობრივად მოხდება.

როგორც გორის ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჯირკველიშვილი გვეუბნება, რეაბილიტირებული ავტობუსები ტურისტული მარშრუტებისთვის იმოძრავებს:

,,გასულ წელს მერიამ გადმოგვცა 6 ავტობუსი. ორი უკვე შევაკეთეთ. ეს თანხა კონდიციონერების დამონტაჟებაში დაიხარჯა, სხვანაირად ვერ ვამუშავებთ ავტობუსებს, არ ჯდება სტანდარტებში. როგორც აღმოჩნდა, მოთხოვნაა ტურისტულ მარშრუტებზე, ამიტომ ეს ავტობუსები ტურისტული მარშრუტებზე იმოძრავებს.'' - აცხადებს ზურაბ ჯირკველიშვილი.

გორის ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ დანარჩენი ოთხის შეკეთების შემდეგ, შესაძლოა, მათ ქალაქის ხაზებზეც იარონ, რადგან ქალაქში მგზავრთა გადაყვანაზეც დიდი მოთხოვნაა.

ცნობისათვის, ქალაქ გორს, "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" (EBRD) დაფინანსებით 30 ლურჯი ავტობუსი ჰყავს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები