ახალი ამბები
გორის სმარტის წინ ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ
გორის სიახლოვეს, სმარტის სუპერმარკეტთან ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.

ამის შესახებ ორგანიზაცია გირჩი მეტი თავისუფლების წარმომადგენელი ანა ყურაშვილი იტყობინება.

მისი ინფორმაციით, უცნობმა მამაკაცმა ზურაბ ჯაფარიძეს იმ დროს დაარტყა, როდესაც ორგანიზაციის ლიდერი ავტომანქანაში იმყოფებოდა.

გირჩი მეტი თავისუფლებისთვის წარმომადგენლები ბორჯომში შეხვედრის ჩასატარებლად მიდიოდნენ. ისინი სმარტთან შეჩერდნენ.

,,ჩვენ შევედით სმარტში, ზურა კი მანქანაში დარჩა. ამ დროს ვიღაც გიჟი მივიდა და დაარტყა ზურას""- წერს ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ზურაბ ჯაფარიძის ცნობით, სერიოზული დაზიანება არ მიუღია და აცხადებს, რომ მოძალადეებს არ შეუშინდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები