ახალი ამბები
ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავა
ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავა.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაში პირის ამოცნობა მოხდა.

როგორც ,,გიჩი მეტი თავისუფლებისთვის'' ლიდერმა ამოცნობის შემდეგ განაცხადა, სწორედ, ეს პიროვნება იყო, ვინც გორის სმარტის წინ მას თავს დაესხა.

როგორც გაირკვა, მან დანაშაულის აღიარების შესახებ, სხვა პირის ფეისბუქის გვერდზე დაპოსტა.

შეგახსენებთ, დღეს დილით, გორის სიახლოვეს, სმარტის სუპერმარკეტთან ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.

მამაკაცმა ზურაბ ჯაფარიძეს იმ დროს დაარტყა, როდესაც ორგანიზაციის ლიდერი ავტომანქანაში იმყოფებოდა.

გირჩი მეტი თავისუფლებისთვის წარმომადგენლები ბორჯომში შეხვედრის ჩასატარებლად მიდიოდნენ. ისინი სმარტთან შეჩერდნენ.

,,ჩვენ შევედით სმარტში, ზურა კი მანქანაში დარჩა. ამ დროს ვიღაც გიჟი მივიდა და დაარტყა ზურას""- წერს ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ზურაბ ჯაფარიძის ცნობით, სერიოზული დაზიანება არ მიუღია და აცხადებს, რომ მოძალადეებს არ შეუშინდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები