ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტის ,,კეხურა'' გახდა POSTV-ს ,,მამა-პაპური იუმორისტული შოუს'' გამარჯვებული
იუმორისტული შოუს ,,ქართული ლიგის'' გამარჯვებული გახდა გორის უნივერსიტეტის გუნდი ,,კეხურა''.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის უნივერსიტეტი ავრცელებს.

განცხადენაბში ვკითხულობთ, რომ იყო დაძაბული ფინალი, ხოლო მხაირულთა და საზრიანთა საქართველოს ჩემპიონთა თასი "ქართული ლიგა 2023" გორის უნივერსიტეტშია.

იუმორისტული შოუ POSTV-ს-ს ეთერში გადის. აღნიშნული ტელევიზია პროსახელისუფლებო არხია, უფრო მეტიც 2022 წელს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ღიად მხარს უჭერს პრორუსულ ორგანიზაციას ,,ხალხის ძალას''.

რაც შეეხება იუმორისტულ გადაცემას, 2022 წლის დეკემბტის ანონსში, ტელევიზიის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე აღნიშნავენ, რომ ,,ქართული ლიგა'' არის მამა-პაპური იუმორისტული შოუ.



ჯერ კიდევ 2022 წელს ,,ნეტგაზეთი'' წერდა, რომ იუმორისტულ გადაცემაში ეწევიან ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას. ამის მაგალითიც მოჰყავთ. 

ამ ფერხულს არ გორის უნივერსიტეტის გუნდი ჩამოუვარდა. ერთ-ერთი ბოლო სკეტჩის მთავარი თემა იყო: ,,2012 წლამდე რას აკეთებდი?''.

განმარტება: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა ,,კეხურას'' წარმომადგენელი და განმარტა, რომ ფრაზა ,,2012 წლამდე სად იყავი'', არ ეხება საქართველოში მომხდარ მოვლენას, ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებას და უფლებადამცველის ნატა ფერაძის გამონათქვამს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები