ახალი ამბები
"ქართული ოცნება" პარტიულ კონფერენციას გორში მართავს
19 ივნისს, 11:00 საათზე, "ქართული ოცნება" გორში პარტიულ კონფერენციას მართავს.

ამის შესახებ პარტიის პრეს-სამსახურიდან გვაცნობეს.

ცნობილი ხდება შეხვედრის ადგილი: მისამართი: ჭავჭავაძის, 24; გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი. შეხვედრის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ჯერ კიდევ 2023 წლის მარტის ბოლოს, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მასშტაბით პარტიული კონფერენციები დაგეგმა.

პირველი ასეთი კონფერენცია ბათუმში გაიმართა, სადაც კონფერენციის დასრულების შემდეგ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრებს "წმინდა პარტიული დატვირთვა" აქვს, სადაც სხვადასხვა პარტიული საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს და ბიუროს წევრებს აირჩევენ.

მისივე თქმით, დღევანდელ კონფერენციაზე პარტიის წევრებთან ქვეყნის განვითარების საკითხებზეც იმსჯელეს. "ძალიან მნიშვნელოვანია პარტიის გაძლიერება, მომზადება 2024 წლის არჩევნებისთვის", – განაცხადა ბათუმის კონფერენციის შემდეგ კიდევ ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები