ახალი ამბები
ხურვალეთში არსებული ჭაბურღილიდან მიღებული წყლის რაოდენობა მოსახლეობას არ ყოფნის
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში მეორე ჭაბურღილის გაკეთება საჭირო.

როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს საპროექტო ჯგუფმა" აცნობა, არსებული ჭაბურღილი ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს. მეორე ჭაბურღილის საძიებო სამუშაოები დასრულდა.

სოფელი ხურვალეთი მარაგდება არსებული ჭაბურღილიდან, რომელიც წყალს აწვდის 50-50 ტონიან ავზებს, საიდანაც თვითდენით მიეწოდება მოსახლეობას წყალი.

,,არსებული ჭაბურღილი ვერ აწვდის საჭირო რაოდენობის წყალს ავზში, შესაბამისად საჭიროა მოეწყოს ახალი ჭაბურღილი წყლის დებეტის გაზრდის მიზნით, რათა მოსახლეობას წყალი მიეწოდოს 24 საათიანი რეჟიმით.'' - აღნიშნავენ ,,საპროექტო ჯგუფში''.

მათ მერიას შესთავაზეს ახალი ადგილი, სადაც სავარაუდოდ წყლის დიდი რაოდენობაა.

საპროექტი ორგანიზაციის ვარაუდით, ახალი ჭაბურღილიდან საათში 5 ტონა წყალს მიიღებენ. ჭაბურღილიდან ავზამდე მანძილი დაახლოებით 1,3 კმ-ია. გორის მერიამ შეთავაზებული წინადადებების საფუძველზე ახალი სისტემის მოსწყობად 272 500 ლარი გამოყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები