ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტის პროფესიული ცენტრის სტუდენტები საექთნო პრაქტიკას ,,გორმედში'' გადიან
გორის უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტები საექთნო პრაქტიკას ,,გორმედში'' გადიან.

ამის შესახებ ხელშეკრულება უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და კლინიკას შორის უკვე გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება 24 000 ლარია.

ხელშეკრულების მიხედვით, სწავლებაში ჩართულებინ არიან უნივერსიტეტის საექთნო განათლების საგანმანათლებლო პროგრამის 19 სტუდენტი. პრაქტიკა 2024 წლამდე გაგრძელდება.

სწავლება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: გადაუდებელი პაციენტის საექთნო მართვა; თერაპიული პაციენტის საექთნო მართვა; პედიატრია და მოზარდები; ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები