ახალი ამბები
გორის ,,ქართული ოცნების'' რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ლადო ხინჩეგაშვილი აირჩიეს
გორში ,,ქართული ოცნების'' რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ლადო ხინჩეგაშვილი აირჩიეს.

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რაიონული ხელმძღვანელების გარდა, არჩეულია ბიუროს 9 წევრი.

ლადო ხინჩეგაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერია.

დღეს გორის თეატრში ,,ქართული ოცნების'' პარტიული კონფერენცია გაიმართა, რომელსაც პარტიის ლიდერები ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ესწრებოდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები