ახალი ამბები
ატენში ბეტონის ქვებს გზის სავალ ნაწილზე ამზადებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ბეტონის ფილები ასფალტის საფარზე მზადდება.

ამის გამო, ადგილობრივმა მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან ავტომობილებისათვის გათვალისწინებული სავალი ნაწილი შემცირდა.

როგორც ატენის წარმომადგენელი შოთა ვანიშვილი აცხადებს, ეს ფილები გზის სავალ ნაწილზე არ დარჩება, რადგან წარმოადგენს სანიაღვრე არხის ფილებს და მას გადაადგილებენ.

მისი თქმით, მასაც ბევრმა ადგილობრივმა მცხოვრებმა დაურეკა იმის გასარკვევად, თუ რატომ ვიწროვდებოდა გზა.

,,გზის ამ მონაკვეთზე ჩამოისხა ბეტონის სანიაღვრე, რომელიც რამოდენიმე დღეში უნდა დაიჭრას და გადანაწილდეს რამოდენიმე ადგლზე. აქ იმიტომ მზადდება, რომ იმ ადგილებში ტექნიკამ ვერ იმუშავა. გზის შევიწროება არ იგეგმება'' - აცხადებს სოფლის წარმომადგენელი.

ხიდისთავი-ატენის მონაკვეთზე ახალი სფალტი 2022 წელს დაიგო. სოფელ ხიდისთავში გზის გარკვეული ნაწილი უკვე დაზიანებულია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები