ახალი ამბები
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ ჩადენილი ძალადობის გამო გორის პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წაუყენა
პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ვერსიით, 17 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გამოთქმული განცხადებების და განხორციელებული ქმედებების გამო, პარტია „გირჩი მეტი თავისუფლება“-ს დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები