ახალი ამბები
გამოვლინდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული - მათ შორის 3 შიდა ქართლიდანაა
გამოვლინდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული. მათ შორის 3 მასწავლებელი შიდა ქართლიდანაა.

საუკეთესო ათეულის მასწავლებლები არიან:

ნესტან ხორხომელიძე,
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი

ქამრან აფანდიევი, მარნეულის მუნიციპლაიტეტის, სოფელ მოლაოღლის და ცოფის საჯარო სკოლების ქართული როგორც მეორე ენა, მასწავლებელი

ნინო ნიპარიშვილი, კასპის მუნიციპლაიტეტიდან, შპს "ბესიკ ნიპარიშვილი", სკოლა გიმნაზიის სამოქალაქოს განათლების მასწავლებელი

მანანა გოგატიშვილი,
თბილისის 182 საჯარო სკოლის, მე და საზაგადოების და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

მარინე კვარაცხელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯაროს კოლსი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მანუშაკ მკრტჩიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, სოფელ როდიონოვკის სკოლის ქართული როგორც მეორე ენას მასწავლებელი

ლელა წურწუმია, გორის მე-12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების, მოქალაქეობი სდა ისტორიის მასწავლებელი

ინა იმედაშვილი,
თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

თამარ ცანავა, თბილისის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის 178-ე საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი

ნინო ფსუტური, გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეული სექტემბერში გამოვლინდება, 5 ოქტომბერს კი, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, გამოვლინდება ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი.

კონკურსი – "მასწავლებლის ეროვნული ჯოლდო" მეშვიდე წელია ტარდება საქართველოში. ჯილდოს პირველი მფლობელი, ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა იყო.

ეროვნული ჯილდოს მფლობელ მასწავლებელს ჯილდოს სახით 15 ათასი ლარი გადაეცემა, სხვა ფინალისტებს კი – 5-5 ათასი ლარი.

ეროვნული ჯილდოს კატეგორიაზე წარდგენილი მასწავლებელი, უნდა გამოირჩეოდეს თავისი პროფესიული საქმიანობით, სწავლების ინოვაციური მეთოდით და ჰქონდეს ხელშესახები წარმატებები სწავლა-სწავლების პროცესში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები