ახალი ამბები
ქარელის გიმნაზიის მოსწავლე ლუკა კობახიძეს სრულად აქვს დაფინანსებული სწავლა საქართველოს უნივერსიტეტის ნებისმიერ ფაკულტეტზე
ქარელის გიმნაზიის კურსდამთავრებულმა ლუკა კობახიძემ საქართველოს უნივერსიტეტში უფასო სწავლის შესაძლებლობა მიიღო.

მას სრულად აქვს დაფინანსებული სწავლა საქართველოს უნივერსიტეტის ნებისმიერ ფაკულტეტზე, 4 წლის განმავლობაში.

ლუკამ შარშან დაამთავრა სკოლა, მაგრამ გადაწვიტა 1 წელი არ ჩაებარებინა ეროვნული გამოცდები. როგორც ამბობს "სკოლის დამთავრებისას არ ვიყავი ჩამოყალიბებული რის სწავლა მინდოდა. ეს 1 წელი ამ მიმართულებით სახელწოფოსგან აკრედიტირებული 1 წლიანი კურსი გავიარე და უკვე დარწმუნებული ვარ ჩემს არჩევანში."

წელს კი როცა გადაწყვიტა უნივერსიტეტში ჩაბარება, გაეცნო ყველა უნივერსიტეტის შესაძლებლობას ტექნოლოგიების მიმართულებით, განსაკუთრებით პროგრამირებასთან დაკავშირებით.

"უნივერსიტეტის შერჩევისას კარგად გავეცანი სხვადასხვა უნივერსიტეტების შეთავაზებებს, გაცვლით პროგრამებს და ა.შ. საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ვნახე ყველაფერი, რაც ჩემს ინტერესებს ემთხვეოდა და იქვე ვნახე შესაძლებლობა უფასო სწავლასთან დაკავშირებით, არ მეგონა თუ მე ვიქნებოდი ის იღბლიანი, მაგრამ მაინც ვცადე. დღემდე არ მჯერა რომ ასე გამიმართლა, რომ ჩემთვის ყველაზე სასურველ უნივერსიტეტში ვისწავლი 4 წელი სრულიად უფასოდ". - ამბობს ლუკა კობახიძე.

ცნობისთვის, საქართველოს უნივერსიტეტი ყოველწლიურად ქვეყნის მასშტაბით ყველა მე-12 კლასელ აბიტურიენტს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს გათამაშებაში და მოიპოვოს ჩვენს უნივერსიტეტში, 4 წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ სწავლის შესაძლებლობა.

გათამაშების გამარჯვებულს ტრადიციულად ვლინდება 1 ივნისს გრანდიოზულ კონცერტზე, საქართველოს უნივერსიტეტის კამპუსში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები