ახალი ამბები
პარტიამ “საქართველოსთვის” ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა
ქალთა გაძლიერების პლატფორმის ინიციატივითა და პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით პარტიის ქალთა ორგანიზაცია დაფუძნდა.

ორგანიზაციის წევრები შიდა ქართლიდან არიან: გორის საკრებულოს წევრი მაია ბოლაშვილი და ხაშურის საკრებულოს წევრი ირინა გელაშვილი.

როგორც პარტიის პრეს-სამსახურში აცხადებენ, ქალთა ორგანიზაცია 2022 წლიდან პლატფორმის სტატუსით იყო წარმორდგენილი, რომელმაც ქვეყნის 7 რეგიონში ქალთა საჭიროებების კვლევა განახორციელა.

ორგანიზაციის შექმნის მიზანია: ქალთა შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერება, ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდა, ქალთა საჭიროებების იდენტიფიცირება და შემდგომში მათი მოგვარების ადვოკატირება, ქალთა უფლებების საკითხებზე მუშაობა.

,,დღეიდან პარტია "საქართველოსთვის" ქალთა ორგანიზაცია ოფიციალურად შეუდგება მუშაობას. დაკომპლექტდება ორგანიზაციის მმართველი საბჭო და მოხდება თავმჯდომარის არჩევა.'' - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები