ახალი ამბები
,,ოცნების'' ტროლ-ბოტების სამიზნე ,,ქართლის ამბების'' მასალებიც გახდა
,,მთავარი არხის'' მიერ მოპოვებული ვოთსაპის მიმოწერების მიხედვით, ,,ქართული ოცნების'' ტროლ-ბოტების სამიზნე ,,ქართლის ამბებიც'' აღმოჩნდა.

მიმოწერის მიხედვით, გორში გამართული პარტიული კონფერენციის შესახებ მომზადებულ ფოტორეპორტაჟზე მმართველი გუნდის მხარდამჭერებს უნდა ეაქტიურათ, კერძოდ მმართველი გუნდის ლიდერების ირაკლი კობახიძისა და კახი კალაძის ფოტოები უნდა დაელაქებინათ და გაეზიარებინათ.

"მთავარმა არხის'' ცნობით, ,,ვოთსაპის'' ჯგუში გაწევრიანებული არიან ახალციხის საკრებულოს წევრები.

ჯგუფს ია დალალიშვილი წარმართავს, რომელიც თავადაც ახალციხის მერიაში მუშაობს. ის თანამშრომლებს დეტალურ მითითებებს აძლევს "ქართული ოცნების" ლიდერების რომელიც პოსტი გააზიარონ, ვის მიმართ გამოხატონ გაბრაზება, ვის დასცინონ.

ჯგუფში გაწევრიანებულები არიან:

ბესო, ბესიკ ბლიაძე - ახალციხის საკრებულოს დეპუტატი. მანამდე სანამ ის პოლიტიკაში წავიდოდა, "ოცნების" დაფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვაში ირიცხებოდა.

ხარება მოდებაძე - ახალციხის ციხის თანამშრომელი, რომელიც ჯგუში მეუღლესთან ერთადაა გაწევრიანებული.

ნინო კურტანიძე - სოფელ კლდის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მერიის თანამშრომელი;

ზურა ხაჭაპურიძე - "ქართული ოცნების" შტაბის წევრი ახალციხეში:

ნინო მიქელაძე - საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარე. 

"თვითმმართველობის ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულება იძულებულს ხდის საჯარო მოხელეს იქცეს დირექტივების უტყვ შემსრულებლად" – ამბობს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი. საუბარია სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფზე, რომლის მეშვეობით, ახალციხის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს, "ქართული ოცნება" მისთვის სასურველი"მესიჯბოქსის" გავრცელებას ავალდებულებს.

"თვითმმართველობას ისინი [ხელისუფლება] უყურებენ, როგორც რაიკომს და თავიანთი ცენტრალური პარტიული ორგანიზაციის გაგრძელებას. პარტიული ორგანიზაციების ფილიალებად აღიქვამენ და არა როგორც საჯარო სტრუქტურას, რომლის დანიშნულებაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდება, მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქება და სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაა",– ამბობს ახალციხეში გამომავალ საგენტოსთან საუბარში "სამხრეთის კარიბჭესთან" ირაკლი მელაშვილი.

მისივე თქმით, საჯარო მოხელე იძულებულია "დავალება" შეასრულოს.

„მთავარი არხის“ სიუჟეტს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი , დიტო სამხარაძე

„facebook” – პოსტი დაწერა „მთავარ არხს” ჩვენი პარტიული ჩათი აღმოუჩენია ახალციხეში, დავიღუპეთ , რა გადაიტანს ამ სკანდალს არ ვიცი,

მთავარი არხი • Mtavari Arkhi, ნაცების ჩათებიდან გაცილებით მარტივად შეგიძლიათ ინფორმაციის მიღება და ის გამოდეთ. აა, არ გინდათ მაგათგან ჩასვრილი მესიჯების გამოტანა? კაი მაშინ“,– წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ადგილობრივი თითმართველობის წევრების მხრიდან მმართველი გუნდის დავალებით პოსტების გაზიარება ეს პირველი შემთხვევა არ არის.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები