ახალი ამბები
გორში ბაღების დაგვიანებული რეაბილიტაციის მიუხედავად კომპანიებს ჯარიმა შეუმცირეს
გორში საბავშვო ბაღების დაგვიანებული რეაბილიტაციის მიუხედავად კომპანიებს ჯარიმა შეუმცირეს.

სახელმწიფო აუდიტის ცნობით, 2021 წელს მუნიციპალიტეტმა ტენდერის გზით გაფორმებულ 3 ხელშეკრულებაში მიმწოდებლებს დაუსაბუთებლად შეუმცირა სატენდეროპირობებით განსაზღვრული საჯარიმო სანქცია.  კერძოდ, სატენდეროპირობების მიხედვით, სამუშაოების დადგენილ ვადებში დაუსრულებლობისათვის განსაზღვრული იყო საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.

მუნიციპალიტეტმა ტენდერში გამარჯვებულ პირებს ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოშეუმცირა და განუსაზღვრა 0.02%. მიმწოდებლებმა დროულად ვერდაასრულეს სამუშაოები, რის გამოც დაეკისრათ 6.5 ათასი ლარის გადახდა.

სატენდერო პირობებით განსაზღვრული განაკვეთით, მიმწოდებლებისათვის დასარიცხი ჯარიმა შეადგენს 22.8 ათას ლარს, რაც 16.3 ათასი ლარით აღემატება დარიცხულ თანხას.

აუდიტის შეფასებით, 2020-2021 წლებში მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლების მიმართ საჯარიმოსანქციის განაკვეთის განსაზღვრისას, გამოიყენა არაერთგვაროვანი მიდგომა.

,,კერძოდ, ხელშეკრულებების ერთ ნაწილში სამუშაოების დადგენილ ვადებში დაუსრულებლობისათვის განსაზღვრა ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების − 0,1%-ის ოდენობით, ხოლოხელშეკრულების მეორე ნაწილში გამოიყენა სანქციის მინიმალური ოდენობა − 0,02%. დაბალი საჯარიმო სანქციის განაკვეთი მიმწოდებლებს აძლევდა შესაძლებლობას, მიწოდების ვადის მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაშიც კი, გადაეხადათ მინიმალური ჯარიმები, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა მიმწოდებლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებაზე. 12 ხელშეკრულება,  რომელშიც განსაზღვრული იყო ჯარიმის მინიმალური ოდენობა, დასრულდა 10-დან 80 დღემდე ვადაგადაცილებით და მოსახლეობამ დროულად ვერ მიიღო დაგეგმილი მატერიალური სიკეთე.'' - აღნიშნულია დასკვნაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები