ახალი ამბები
ტვ მონიტორინგის ჟურნალისტების ცნობით ,,გორმედის'' დაცვამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
ტვ მონიტორინგის ჟურნალისტების ცნობით ,,გორმედის'' დაცვამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაცვის წევრებმა ჟურნალისტების კამერისა და მიკროფონის დამტვრება სცადა.

გავრცელდა ასევე ვიდეო, სადაც დაცვის წევრსა და ჟურნალისტების შორის არსებული დაპირისპირება ასახული. დაცვის წევრი კამერას ხელით ეხება და აიძულებს ჟურნალისტს, რომ არ გადაიღოს.

დღეს დილით მოქალაქეებმა როგორც ტვ მონიტორინგს, ასევე ,,ქართლის ამბებს'' აცნობეს, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს სამედიცინო სერვისებზე წვდომის უფლება აქვთ შეზღუდული.

კერძოდ, სათანადოდ არ მუშაობს სარეგისტრაციო სამსახური. მოქალაქეებს კი ექიმებამდე მისასვლელად საათობით მოცდა უწევს.

,,დილის 11 საათზე ვარ მოსული და 87-ე ვარ რიგში. ჯერ მხოლოდ 11 ადამიანმა მოახერხა შესვლა. სულ უბრალოდ, სისხლის საერთო ანალიზების ასაღებად მოვედი. სხვაგან ვერ წავალ, რადგან სახელმწიფო სერვისებს სხვა კლინიკაში ვერ მივიღებ.'' - გვითხრა მოქალაქემ.

ანალოგიური პრობლემა ორი კვირის წინაც გაჩნდა, თუმცა ,,გორმედის'' პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ პრეტენზიები უსაფუძვლოა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები