ახალი ამბები
რიკოთზე დაღუპული მამაკაცი 2-დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში იპოვეს
რიკოთზე მშენებლობის დროს მამაკაცი დაიღუპა. ის 2-დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში იპოვეს.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცხედარი ხარაგაულის რაიონის სოფელ შროშას ტერიტორიაზე ნახეს.

როგორც მედიასთან სხვა მუშები საუბრობენ, მამაკაცი ხიდზე მუშაობდა და იქიდან გადმოვარდა.

მათივე ინფორმაციით, ხიდიდან გადმოვარდნისას ჯერ მიწაზე დაეცა, შემდეგ კი ინერციით ადიდებულ მდინარეში გადავარდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები