ახალი ამბები
გორის ერთ-ერთ უბანში სასმელი წყლის სისტემა 2 თვეა დაზიანებულია
გორში, ჯორბენაძის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი ორი თვეა დაზიანებულია.

ამის გამო, წყალი ქუჩაზე მიედინება. წყლის დენადობის გამო, ასფალტის საფარზე წყლის მცენარეები გაჩნდა

,,სამუშაოები უნდა ჩეტარებინათ ამ კვირის ორშაბათს. მაგრამ ჯერაც არაა დაწყებული. ჩვენთვის უცნობია, რატომ არ კეთდება. ხომ ხედავთ ხავსი მოეკიდა ასფალტს უკვე'' - აღნიშნავს მოსახლეობა.

წყლის მილი დაზიანებულია ტროტუარზე არსებული გამანაწილებელ ჭაში.

გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას მილის დაზიანების შესახებ დიდი ხანია შეატყობინეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები