ახალი ამბები
აუდიტის ცნობით, კასპის მერიასა და საკრებულოში დამხმარე თანამშრომლად 24 მოქალაქე დაასაქმეს
კასპის მუნიციპალიტეტის მიერ დამხმარე და არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად მოქალაქეთა დაქირავების პროცესი მოიცავს სისტემურ ხარვეზებს.

ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებას ეხება 2020-2021 წლების განმავლობაში.

სახელმწიფო აუდიტის ცნობით, კასპის მუნიციპალიტეტში 2021 წელს დასაქმებული იყო 24 დამხმარე თანამშრომელი, 2020 წელს კი - 8.

გარდა ამისა, აუდიტის ცნობით, მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები გამოვლინდა დაქირავებულთა რაოდენობების დადგენილ ზღვრებთან შეუსაბამობების, საჯარო მოხელეების ფუნქციებთან თანხვედრისა და დასაბუთების მხრივ, კერძოდ:

მუნიციპალიტეტში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად დაქირავებულთა რიცხვი აღემატება კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს, რაც მერიებს საკრებულოებთან არ შეუთანხმებიათ. აუდიტის ცნობით, მუნიციპალიტეტს დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით შეეძლო შრომითი ხელშეკრულებით დაესაქმებინა 6-10 პირი, თუმცა დადგენილი ნორმის ზევით დასაქმებული ჰყავდათ 10-24 პირი.

სახელმწიფო აუდიტი აღნიშნავს, რომ გამოვლინდა ხელშეკრულებით დასაქმებულთა სულ მცირე 10 მოვალეობა, რომელიც საჯარო მოსამსახურეების ამოცანების იდენტურია.

,,შესაბამისად, მუნიციპალიტეტს ამ მიზნით შრომითი ხელშეკრულებები არ უნდა გაეფორმებინა" - წერს აუდიტი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები